8.11.09

ამნისტირებული პატიმრების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ

ტელეკომპანია "იმედი", 05.11.2009


არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ზიანის შემცირების ქსელი” ამნისტირებული პატიმრების რაოდენობის გაზრდას ითხოვს. საუბარია პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებისა და მცირე რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულებისთვის სასჯელის განახევრებას გულისხმობს. ორგანიზაციის წევრები პარლამენტს სთხოვენ, წინადადების განხილვის დროს, მათ მიერ ერთი წლის წინ მომზადებული აქტიც გაიხსენონ. აქტს 58 000 ადამიანი აწერს ხელს და ის ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, ბრალდებულების ციხეში შესანახად გამოყოფილი თანხა, მათ მკურნალობასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას უნდა მოხმარდეს.