25.3.10
საქართველოში შიდსით დაავადების შემთხვევები მატულობს
სატელევიზიო სიუჟეტი - itv.ge, 24.03.2010
საქართველოში აივ-ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით 2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე 82 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
წყარო: http://itv.ge/?p=56303
აფთიაქში ნაყიდი სიკვდილი - "კოაქსილი"
სატელევიზიო სიუჟეტი - itv.ge, 24.03.2010
ნარკომომხმარებლების მორიგი აღმოჩენა - როგორ იყენებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები ანტიდეპრესანტებს, კონტროლდება თუ არა სპეციალიზებულ აფთიაქებში ფსიქოტრიპული წამლების გაცემა და რა სავალალო შედეგებს ელიან მედიკოსები - საშიში დაავადების მასშტაბები - ნახეთ ანნა ლაპიაშვილის სიუჟეტში.
წყარო: http://itv.ge/?p=56208
24.3.10
"ქრისტიან-დემოკრატებმა" ნარკომანიის თემაზე იმსჯელეს
სატელევიზიო სიუჟეტი - "საზოგადოებრივი მაუწყებელი", 24.03.2010
ანტინარკოტიკული პროგრამების ამოქმედებასა და ნარკომანიის პრევენციაზე იმსჯელეს დღეს "ქრისტიან-დემოკრატებმა" არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.
შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყანაში ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
"ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ, თუ ისინი დანაშაულებრივ ქმედებას არ ეწევიან, სისხლის სამართლის დევნა არ უნდა განხორციელდეს.
ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ ნარკომანია ჩვეულებრივი დაავადებაა და მომხმარებელთა განკურნებისთვის სახელმწიფოში რამდენიმე პროგრამა უნდა ამოქმედდეს, ასევე უნდა გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრებიც.
ფრაქციის წევრები ნარკომანიის პრევენციის აუცილებლობაზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით სახელმწიფომ მუშაობა უნდა გაააქტიუროს.
წყარო: http://1tv.ge/News-View.aspx?Location=2470&LangID=1
________________________________________________
სატელევიზიო სიუჟეტი - "იმედი", 24.03.2010
„ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება. თემა ნარკომანიაა. მაგდა ანიკაშვილის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემებით, დაავადების გახშირება ნომერ პირველ პრობლემად რჩება. შეხვედრაზე მხარეებმა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ. მალე კი, „ქრისტიან-დემოკრატები“ კანონპროექტს მოამზადებენ და საკუთარ შენიშვნებს საკანონმდებლი ინიციატივის სახით წარმოადგენენ.
წყარო: http://imedi.ge/?p=20338
_________________________________________________
სატელევიზიო სიუჟეტი - "მაესტრო", 24.03.2010
წყარო: http://maestro.ge/?address=uc&id=5474&page=4
___________________________________________
სატელევიზიო სიუჟეტი - "კავკასია", 24.03.2010
18.2.10
შეხვედრა “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერებთან
20.12.09
მომაკვდინებელი "კუსტარული" ნარკოტიკი
ბოლო დროს ნარკომანებში ფსიქიკურმა აშლილობამ იმატა. მიზეზი კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკებია. ე.წ. "ვინტის" და "ჯეფის" მომხმარებლები მძიმე და უკურნებელი დაავადებების საფრთხის წინაშე დგანან. ყველაზე ხშირი კი პარკინსონის და ალცჰეიმერის შემთხვევებია. ნახეთ "ალქიმიკოსი" ნარკომანების რეალური საფრთხე თამარ გედევანიშვილის სიუჟეტში.
ტელეკომპანია "იმედი", 17.12.2009
"ვინტს" იკეთებდა... დროთა განმავლობაში შეშლილობა დაეწყო, ფსიქიური აშლილობა. ძაან ცუდ მდგომარეობაში არის. ღამ-ღამობით წამოხტებოდა ხოლმე, რაღაცეები ელანდებოდა, სახლიდან გარბოდა ხოლმე..."
31 წლის მამაკაცი მწვავე ფსიქიკური აშლილობით ახლობლებმა კლინიკაში დააწვინეს - ჰალუცინაციები, მეტყველების მოშლა, ცახცახი და არაადეკვატური ქცევა. ნათესავები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკს, "ვინტს"მოიხმარდა. ექიმების პროგნოზი არადამაიმედებელია.
ნარკოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ნარკომანები ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სხვადასხვა ნივთიერებებთან ერთად, მათ შორის ე.წ. "მარგანცოვკასთან" აზავებენ და ისეთ ნარკოტიკს იღებენ, რომელიც ხანმოკლე ტკბობას და მტანჯველ სიკვდილს იწვევს:
"ფსიქოზები, რომელიც ახასიათებს აი, ამ ნივთიერებების მოხმარებას, საკმაოდ გახშირდა ბოლო პერიოდში, შედარებით წინა წლებთან. ყველაზე რთული არის მაინც იმ ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობა, რომელიც რჩება აი, ამ ნივთიერებების ქრონიკულ მომხმარებლებში. მისი ხანგრძლივი მკურნალობის ფონზეც კი ბოლომდე აღდგენა ამ ადამიანის პირვანდელი ჯანსაღი მდგომარეობისა ნამდვილად არ მოხდება" - ხათუნა თოდაძე
ეს თბილისის ფსიქიატრეიული კლინიკაა. "ვინტის" და "ჯეფის" ხშირი მომხმარებლები აქ ბოლო დროს ხშირად ხვდებიან. ბოლომდე განკურნების შანსები პრაქტიკულად არ არსებობს. ფსიქიკურმა აშლილობებმა ნარკომანებში განსაკუთრებით იმატა. შემაშფოთებელია ნარკომომხმარებლებში ნერვიული დარღვევების სტატისტიკა. ამის მიზეზი კი კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების გამოყენებაა, რაც ხშირ შემთხვევაში პარკინსონს და ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს.
"იაფფასიანი ნარკოტიკები კი იწვევს ტვინის გახმობას, გაშრობას - აბსოლუტურად დეგრადაციას, პიროვნების დეგრადაციას იწვევს. ამიტომაც არის, რომ 30% კი არა, ალბათ უფრო მეტიც - ნარკომანებს შორის წავიდა ფსიქიკური აშლილობები".
ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ კუსტარულ საშუალებებზე მომხმარებლები მაშინ გადადიან, როდესაც შავ ბაზარზე ძვირადღირებული ნარკოტიკები ძვირდება. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს გელა ლეჟავა ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლის გამკაცრებაში ხედავს:
"დადგა მომენტი, როდესაც ფარმაცევტულმა ფირმებმა უნდა შეასრულონ ის კანონები, რომლებიც ქვეყანაში არის. ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, ურეცეპტოდ არ უნდა გაიყიდოს პრეპარატი" – გელა ლეჟავა
არაოფიციალური სტატისტიკით, ბოლო დროს ნარკომანებში ფსიქიკურნმა აშლილობებმა 30%-ით იმატა. ექიმები ამბობენ, რომ "ვინტი" და "ჯეფი" ტვინს იმდენად აზიანებს, რომ მათ გამოჯანმრთელებას შეუძლებელს ხდის.