ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, 05.11.2009
http://rustavi2.com.ge/news/news_textg.php?id_news=34303&pg=1&im=main&ct=25
”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება და ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტიას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკების პრობლემის გადასაჭრელად ერთჯერადი ღონისძიებები საკმარისი არ არის. მათი აზრით, კანონმდებლობის რეფორმირების გარეშე, ეს ადამიანები ახლო მომავალში კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღმოჩნდებიან.
”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას და კანონის ჰუმანიზაციას ითხოვს. საკუთარი წინადადებები მათ დღეს ბრიფინგზე დეტალურად განმარტეს.
7.11.09
ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტიას დადებითად აფასებენ
კატეგორია:
მედია