2.11.09

დეპუტატებმა ამნისტიის საკითხზე იმსჯელეს

ერთჯერადი ამნისტია ნარკომომხმარებლებისათვის - პრეზიდენტის ინიციატივით ახალი კანონპროექტი მომზადდა.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ნარკომოხმარებისაათვის მსჯავრდებულებს სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ. ამნისტია კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273 მუხლით გასამართლებულებს შეეხებათ.

კანონმდებლების განცხადებით, ეს პატიმრებისთვის კიდევ ერთი შანსი იქნება, რომ მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება მოახერხონ.


სატელევიზიო სიუჟეტი, ტელეკომპანია ”რუსთავი2”, 02.11.2009
http://rustavi2.com.ge/news/news_textg.php?id_news=34244&pg=1&im=main&ct=0&wth=

http://rustavi2.com.ge/news/inserts.php?fr=video&id_news=34244&l=0