იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრებთან ერთად, მე-8 საპყრობილეში მეტადონის ჩანაცვლების პროგრამის გახსნას დაესწრნენ.პროგრამა საპილოტეა და 50 პატიმარზეა გათვლილი, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები არიან.საპყრობილეში პროგრამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, კეთილმოეწყო კაბინეტები, რომლებსაც სპეციალურად მომზადებული მედპერსონალი მოემსახურება, დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც დაესწრო, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეტადონის ჩანაცვლების პროგრამისთვის ინფრასტრუქტურა მართლაც კარგია და წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, პროგრამა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა დაწესებულებებშიც გაგრძელდეს.მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა `გლობალფონდმა` დააფინანსა და ამ ეტაპზე 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
სატელევიზიო სიუჟეტი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, 15.12.2008
15.12.08
მეტადონის პროგრამა ციხეში
კატეგორია:
მედია